სტამბოლის ისტორიული "ოქროს რქა"

27 Sentyabr 2023 - 16:00

802

ოქროს რქა,  იგივე ჰალიჩი (თურქ. Haliç) -  ზღვის წვრილი ყურე  სტამბოლში, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი ურბანული სანაოსნო გზა და მთავარი შესასვლელია ბოსფორში. უნდა ითქვას, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია სტამბოლის ერთ-ერთ ულამაზეს მარშრუტს წარმოადგენს.  „ოქროს რქა“  სახელს რქის ფორმის სანაპიროდან იღებს, "ოქროსი" კი იმიტომ დაარქვეს, რომ, როგორც ამბობენ, ყოველი მზის ჩასვლისას  ყურის წყალი ხდება ოქროსფერი.

 

მცირედი ისტორია "ოქროს რქაზე"

აქ არსებული არქეოლოგიური ძეგლები გვიჩვენებს „ოქროს რქისა“ და მისი მიმდებარე ტერიტორიის მნიშვნელოვან ურბანულ ყოფას, რომელიც ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება. აღმოჩენილია მცირე ზომის დასახლებები, რომლებიც ჯერ კიდევ ძვ. წ. 6700 წლით თარიღდება, ასევე უძველესი პორტები და სავაჭრო ხომალდები, რომლებიც იენიქაფის მეტროსადგურის სამშენებლი სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

სინამდვილეში, "ოქროს რქის" მიერ უზრუნველყოფილი ღრმა ბუნებრივი ნავსადგური ადგილობრივი მკვიდრებისა და რომაელებისთვის ყოველთვის წარმოადგენდა ეკონომიკურ და სტრატეგიულ სამხედრო უპირატესობას. არსებული ცნობით, შემდეგ  რომაელებმა  სანაპიროზე დაარსეს  „ნოვა რომა“ (ახალი რომი), რამაც შემდგომში, ბიზანტიონში, კონსტანტინოპოლსა და ბოლოს, სტამბოლში ჰპოვა განსახიერება.  ასე რომ, "ოქროს რქა" თავისი ბუნებრივი ნავსადგურით ოდესღაც მნიშვნელოვანი პორტი იყო, სადაც ოსმალეთისა და აღმოსავლეთ რომის იმპერიების სავაჭრო ფლოტები იმაგრებდნენ თავს.

 დღეს მას გააჩნია მულტიკულტურული სტრუქტურა, რომელიც შედგება მეჩეთების, ეკლესიების, სინაგოგებისა და სხვა რელიგიური თუ კულტურული დატვირთვის მქონე შენობებისგან. დროთა განმავლობაში "ოქროს რქამ" გადაიტანა უამრავი ისტორიული მოვლენა, რაც უნდა ითქვას, რომ ხელოვანებისთვის მრავალი ნამუშევრის შექმნის წყარო გახდა.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის  ღონისძიება, იგივე  Contemporary Istanbul  სწორედ ამ რეგიონში იმართება. ღონისძიებაზე ყოველწლიურად  თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების წარმოდგენა და მათი გაცნობა ხდება ტურისტებისთვის. იგი სტუმრებს  28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

 ვაგრძელებთ ამ ულამაზესი რეგიონის შესწავლას, რომელიც  სტამბოლის ძველ დროში მოგზაურობას ჰგავს.  მოდით, მოვინახულოთ სამი მნიშვნელოვანი მარშრუტი "ოქროს რქის" სანაპიროზე.

 

ფენერ-ბალათი და მისი ფერადი ქუჩები

ფენერი და ბალატი  სტამბოლის  ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავ ადგილებს შორის მოიაზრება,  სადაც, ფაქტობრივად, ძველი და ახალი შენობები ერწყმის ერთმანეთს.

ფენერს მრავალი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. მთავარი მოედანი არის ფერადი და იგი მრავალი ტურისტული კაფეებისა  და რესტორნებისგან შედგება. ამასთან, მთელ ტერიტორიაზე არის ანტიკვარული მაღაზიები და სხვ. ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს  წმინდა სტეფანეს ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესია და ბერძნული აკადემია.

აღსანიშნავია, რომ ფენერში მე-16 საუკუნიდან მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე ბერძნები ცხოვრობდნენ, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ემსახურებოდნენ ოსმალეთის იმპერიას და მაღალი თანამდებობებიც ეკავათ.  ამიტომ აქ ბერნული კვალი ნათლად ჩანს.

 

ბალათი

ფენერთან ახლოს მდებარეობს ბალათი, სადაც დიდი ხნის განმავლობაში  ძირითადად სეფარდი ებრაელები ცხოვრობდნენ. 1948 წელს ისრაელის დაარსების შემდეგ მათი უმეტესობა  ახალ სამშობლოში წავიდა, თუმცა დღესაც ცხოვრობს აქ ებრაელი მოსახლეობა.

 ფენერის მსგავსად  ბალათის რაიონშიც  მრავლადაა ფერადი კაფეები,  რესტორნები და ანტიკვარული მაღაზიები, რომლებიც ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს. აქ ებრაული მემკვიდრეობის კვალი მკვეთრად იკვეთება, რადგან თქვენ  ნახავთ ძველ  ებრაულ ინსტიტუტებს, სინაგოგებს, იგივე ებრაელთა სამლოცველოებს, ასევე ეკლესიებსა და სხვ.

 

 

პიერ ლოტის გორა

"ოქროს რქის" ტერიტორიაზე ნახავთ ასევე პიერ ლოტის გორას, რომელიც ყურეს ზემოდან გადაჰყურებს.  მას ცნობილი ფრანგი მწერლისა და მოგზაურის პიერ ლოტის სახელი ეწოდა, რომელმაც არსებული ცნობით,  საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ სტამბოლში გაატარა. აქვე გეტყვით, რომ გორაზე მისვლა ქალაქში შესაძლებელია საბაგიროებით.

მთლიან კომპლექსში განთავსებულია ისტორიული კაფე, რესტორანი "აზიადე", მწვანე კაფე, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ კერძები, დესერტები, სალათები, ცივი და ცხელი სასმელები და სხვ. ასევე მრავლად არის სასტუმროები, რომლებიც დიდი ტევადობით გამოირჩევიან.

ამავე დაწესებულებებში იმართება ქორწილები, ნიშნობები, შეხვედრები და ხდება სხვა განსაკუთრებული დღეების ორგანიზება. ამისათვის თქვენ, ცხადია, ჯავშანი წინასწარ უნდა გააკეთოთ.

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ გორადან რომ გადაჰყურებთ, თქვენს გარშემო სტამბოლის საოცარი ხედი გადაიშლება, სადაც მის მრავალ ღირსშესანიშნავ შენობას შეამჩნევთ.  მიირთვით თურქული ყავა ან ჩაი და ისიამოვნეთ პიერ ლოტის საოცარი ადგილით.

 

გადავინაცვლოთ თურქეთის უდიდეს ბიბლიოთეკაზე

 რამის ბიბლიოთეკა (Rami kütüphanesi), რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება, სტამბოლში, ეიუფსულთანში მდებარეობს. იგი  ერთ-ერთი უდიდესი და სრულყოფილი ბიბლიოთეკაა არამარტო თურქეთში, არამედ ევროპაშიც კი. მისი კეთილმოწყობილი ბაღები სტუმრებს საოცრად აღაფრთოვანებს.

ბიბლიოთეკა ასევე მიესალმება ყველა ასაკის ვიზიტორს, რომლებსაც ამავდროულად, შეუძლიათ  ისიამოვნონ მის გარშემო არსებული მწვანე ადგილებითა და ისიამოვნონ მშვიდი  გარემოთი.

 

 


Xəbər lenti

Kutaisi yolunda qəza olub
2024-07-26 23:19

Batumi Beynəlxalq Festivalında “Ceyran” Azərbaycan milli rəqs ansamblı mükafatlandırılıb.
2024-07-26 21:53

Hərbi-Gürcüstan yolu selə görə bağlanıb
2024-07-26 20:48

Gürcüstanın ən yaşlı azərbaycanlısı vəfat etdi
2024-07-26 20:45

Gürcüstan prezidenti və baş naziri Fransada
2024-07-26 20:32

Kaxa Kaladze “Pirveli” teleşirkətinə qarşı İcra Bürosuna müraciət edib
2024-07-26 20:28

Batumidə bir nəfəri yaralayıblar
2024-07-26 20:25

27 iyul üçün xarici valyutanın rəsmi məzənnəsi
2024-07-26 20:12

Müxalifət Gürcüstanı Rusiya ilə müharibəyə sürükləmək istəyirdi
2024-07-26 16:02

Tramp Netanyahunun əlini sıxmaqdan nümayişkaranə şəkildə imtina etdi - VİDEO
2024-07-26 15:55

Yağış, dolu, tufan gözlənilir
2024-07-26 15:47

Qoridə xilasedicilər iki həftə əvvəl Mtkvari çayında yoxa çıxan gəncin cəsədini tapıblar
2024-07-26 14:08

Svanetidə itkin düşmüş şəxslər tapılıb
2024-07-26 14:06

Marneuli-Tbilisi magistralında ağır yol qəzası baş verdi
2024-07-26 12:07

Fransalı idmançı hicaba görə Olimpiadanın açılış mərasiminə buraxılmayıb
2024-07-26 10:17

Trampdan Zelenskiyə: Onlar Hitlerə qalib gəlib, savaşı bitir!
2024-07-26 10:06

ABŞ-ın İraqdakı bazası RAKETLƏ VURULDU
2024-07-26 09:52

Acarıstanda süni ada və yarımada salınır
2024-07-25 23:15

Dünyada hər il suda boğulanların sayı... - Şok statistika
2024-07-25 22:13

Gürcüstanın sabiq ədliyyə nazirinin adı İvanişviliyə qarşı sui-qəsd işində hallanır
2024-07-25 20:10

Gürcüstan vətəndaşları banklarda nə qədər pul saxlayır?
2024-07-25 20:05

Gürcüstanda Anaklia limanının tikintisi üzrə tərəfdaş sabah açıqlanacaq
2024-07-25 19:59

Seçkilərdən sonra “Milli Hərəkat” barəsində hökmün formalarından danışacağıq
2024-07-25 19:53

Abxaziyanın de-fakto parlamenti “mənzillər haqqında qanun”u geri götürüb
2024-07-25 19:48

Mestia və Lentexi ərazilərində itkin düşən iki nəfər axtarılır
2024-07-25 19:44

Orta yaşlı qadın narkotik cinayətinə görə saxlanılıb
2024-07-25 19:40

26 iyul üçün xarici valyutanın rəsmi məzənnəsi
2024-07-25 19:29

Kərbəla şəhidi Həccac ibn Məşruq
2024-07-25 15:36

Gürcüstan hakimiyyətinin planı: Saakaşviliyə daha bir zərbə vurulacaq
2024-07-25 13:24

İvanişvilinin prezidentliyə namizədliyi irəli sürülə bilər
2024-07-25 13:18

“Mtavari kanalı”nın məlumatına görə, onların jurnalisti Lado Menabde və operatora hücum ediblər
2024-07-25 13:13

Avtobus minik avtomobili ilə toqquşub- ölən və yaralılar var
2024-07-25 13:10

Mixail Saakaşvili klinikadan həbsxanaya köçürüləcək
2024-07-25 12:37

İki həmkəndlisini qətlə yetirdi
2024-07-25 12:31

Netanyahu İrana qarşı "Yeni NATO" təklif etdi
2024-07-25 12:20

Netanyahunun qaldığı otelə qurd tökdülər - Video
2024-07-25 11:58

Dünyada hər 11-ci insan aclıqla üzləşib
2024-07-25 11:44

İngiltərənin ilk müsəlman ədliyyə naziri Qurani-Kərimə and içib
2024-07-25 11:29

2030-cu ilə qədər Gürcüstanda yoxsulluq sıfıra enəcək
2024-07-25 11:16

Seçkilərdə müxalifət qalib gəlsə, ölkədə Rusiya ilə münaqişə cəbhəsi açılacaq
2024-07-25 10:58


Digər Dünya xəbərləri: